|
2023-06-19 13:29:37, 2104 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის გამოშვების ღონისძიება გაიმართა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის უწყების ცნობით, სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეთორმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. "სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებულ ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, მაიორი ბესარიონ სიგუნავა თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიასა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. დაარსების დღიდან, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)