|
2023-06-18 13:20:26, 637 ნახვა
საზოგადოება
გლდანში სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობამ სასწავლო წლის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. VI მიკრორაიონის N7–N20 კორპუსებთან მდებარე პარკში, ღონისძიებაზე მოსულ ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო თამაშები, შოუ პროგრამები და შეჯიბრებები, სხვადასხვა სახის სწავლება, ანიმატორები, ოჩოფეხები, ბატუტი, ფოტო ჯიხური, სახის მოხატვა, საპნის ბუშტების შოუ დახვდათ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა - მარიტა როხვაძემ, გიორგი კელაპტრიშვილმა და ცირა კობიაშვილმა მიიღეს. კონცერტს გიორგი ბაგრატიონი უძღვებოდა. საღამო კი ანდრია გველესიანმა და ბენდმა დაასრულა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო.
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)