|
2023-06-16 13:35:52, 806 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა და USAID-ის წარმომადგენლებმა მყარი ნარჩენების მართვის სისტემებზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის (Solid Waste Management) კომპონენტი და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა USAID-ის წარმომადგენლებს არაერთი მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტებში ნარჩენების მართვის კომპონენტის გააქტიურება მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. „ქვეყანაში ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით ხელშესახები პროგრესი უკვე არსებობს. მიღებული გვაქვს ტექნიკური რეგლამენტები ზეთების, საბურავების, ელექტრო და ელექტრომოწყობილობების, აკუმულატორების ნარჩენების მართვის მიმართულებებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა შესაფუთი და ავტომობილების ნარჩენების მართვის ტექნიკურ რეგლამენტებზე. ჩვენი სწორი პოლიტიკით და ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციით, რეალურად ამუშავდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) სისტემა, სადაც, დღეისათვის, უკვე 11 000-მდე კომპანიაა გაერთიანებული. ჩვენი პოლიტიკის მთავარი მიზანი გარემოდან ნარჩენების ამოღებაა, თუმცა ნარჩენების მდგრადი მართვის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ქვეყანაში ნარჩენების გადამმუშავებელი წარმოების განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით გვჭირდება რეალური მხარდაჭერა. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის USAID-ის, კოორდინირებული მოქმედება, ეფექტიანი და შედეგის მომცემი იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების გამართული სისტემის არსებობა, ცირკულარული ეკონომიკის დანერგვას გაადვილებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც შეხვედრაზე USAID-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ფოკუსირებულია კერძო სექტორის განვითარებაზე. მყარი ნარჩენების მართვის კომპონენტში, ტექნიკური დახმარება უკვე გაეწია რამდენიმე კომპანიას საბურავების, მინის, პლასტმასის და ა.შ გადამუშავების მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში, გაფართოებულ ფორმატში, გაიმართება სამინისტროს, USAID-ის სხვადასხვა პროექტის, კერძო კომპანიების წარმომადგენლებისა და მგვ-ის წევრი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, სადაც ნარჩენების გადამუშავების კუთხით პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავენ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)