16:02 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 12:56:39, 885 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაში ჩაერთო

ქალაქ ფოთში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის განვლილი აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, აღნიშნულ პროგრამაში ჯამში ჩართულია 74 სკოლა. განვლილი აკადემიური წლის განმავლობაში, სკოლების თვითმმართველობებმა 130-მდე, სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა კი 145-მდე პროექტი განახორციელეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ ბაზისბანკის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, ჩხოროწყუს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ფორუმ-თეატრი "მე მაქვს უფლება". 

„ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო აქტივობებში და როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მნიშვნელოვან კონტრიბუციას ახორციელებს ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების პროგრამებში. ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“,  განხორციელდა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics