16:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 10:34:45, 1607 ნახვა

ომი უკრაინაში
დანია უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს

დანია თავის ავიაბაზაზე უკრაინელ პილოტებს F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მართვაში მოამზადებს. უცხოური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ტროელს ლუნდ პულსენმა ბრიუსელში, ნატო-ს ქვეყნების მინისტერიალზე ისაუბრა.

პულსენი აცხადებს, რომ პილოტების მომზადების გეგმა დანიამ ნიდერლანდებთან ერთად შეიმუშავა. 

„ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ეს თვითმფრინავები უკრაინის საჰაერო ძალებისთვის პოტენციურად საბრძოლო თვითმფრინავებად იქცეს. ჩემი შეფასებით, მომზადებას, სულ მცირე, 6 თვე დასჭირდება“,- ამბობს პულსენი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics