|
2023-06-15 20:53:50, 725 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია - ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვაა და მის აღსრულებას ჯეროვანი მექანიზმები სჭირდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი მექანიზმი, რეგულირების სააგენტოს საქმიანობას მეტ ოპერატიულობას შესძენს იმისთვის, რომ შეფასება ჩატარდეს ობიექტური გარემოებების სრული გათვალისწინებით და გადაწყვეტილებაც იყოს ობიექტურ საფუძვლებზე დამყარებული. „დღევანდელი მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის რომ რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყოს პაციენტის საჩივარზე 72 საათში. ამ პერიოდში შესაძლებლობა არსებობს დაწესებულება გარკვეულწილად მოემზადოს მარეგულირებლის ვიზიტისთვის, თუ საჭიროა მოახდინოს რეაგირება მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეგულირების სააგენტოს მიერ რეალური სურათის შეფასებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც აღწერილია კანონპროექტში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)