|
2023-06-15 20:52:17, 725 ნახვა
პოლიტიკა
თამარ გაბუნია - როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება
„როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საქმიანობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ. თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს. მისივე განცხადებით, აღნიშნული წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება. „სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მუშაობის ისეთივე მექანიზმები, როგორიც საქართველოში 18-ამდე დაწესებულებას უკვე აქვს. მათ არ სჭირდებათ სასამართლოს თანხმობა იმისთვის, რომ განახორციელოს ის ქმედებები, რაც აღწერილია ამ კანონპროექტში, მათ შორის არის შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის თანხმობის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ შევიდეს ობიექტზე. ზუსტად იგივე, იდენტური უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მუნიციპალურ ორგანოებს და სხვა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)