|
2023-06-15 15:40:23, 735 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე აგალაროვის ჩამოსვლაზე - ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ რადიკალური ოპოზიციის ჩამოყვანილია არ გაბრაზდებიან, თუ მათი ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან
ვისი ჩამოყვანილია ამას აქვს მნიშვნელობა, თუ მათიანის ჩამოყვანილია, არ გაბრაზდებიან. თუ მათიანის ჩამოყვანილი არ არის გაბრაზდებიან და დაბურძგლავთ ამ ყველაფერზე, როგორც იტყვიან ხოლმე. აი, ამ ფსევდო გაბრაზებებთან გვაქვს მათი მხრიდან საქმე“,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას იმის შესახებ, გაღიზიანდებოდა თუ არა ელენე ხოშტარია და მისი მოძრაობა მომღერალ ემინ აგალაროვის ვიზიტზე საქართველოში. მდინარაძის თქმით, თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან. „გააჩნია ეს ადამიანი (ემინ აგალაროვი) რა ეგიდით არის ჩამოსული. ოკუპაციის კანონი თუ არ არის დარღვეული ან რაიმე პროვოკაცია თუ არ იყო მისი მხრიდან მოსალოდნელი, მას ჩამოსვლის პრობლემა არ ექნებოდა. თუ რადიკალური ოპოზიციისთვის მისაღებია მისი ვიზიტი, მაშინ პრობლემა არ იქნება და თუ მათთვის მიუღებელია, მაშინ აუცილებლად მიუვარდებიან. გააჩნია რა მოხდება. მაგალითად, ვინოკუროვის შემთხვევა ასეთი იყო, ხმა რომ ამოეღო თავიდანვე ვინმეს ან რაიმე შეფერხება ყოფილიყო, იტყოდნენ, ანტიპუტინისტ რუს მოქალაქეებს ებრძვის „ქართული ოცნებაო“ და რომ არ შეექმნა, შემდეგ გახდა ლავროვის ნათესავი და ა.შ. აქედან გამომდინარე, რეალურად თვალთმაქცობაა მათი ყველა საქციელი. თუ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან საქმის კურსში ყოფნა ფიქსირდება ან რადგან ნანი ბრეგვაძესთან არის შეიძლება მოერიდოთ ცოტა და არ გაღიზიანდნენ“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)