|
2023-06-15 15:12:36, 621 ნახვა
საზოგადოება
„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023“ დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023" დასრულდა. ტურნირში გლდანის რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა. გლდანის რაიონის გამგეობის ცნობით, საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. "ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 8 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. პირველობა გუნდმა ,,კეშომ“ მოიპოვა, მეორე ადგილი ,,ოლ სტარმა“, მესამე ადგილი კი ,,ტიფლისმა“ დაიკავა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე, ტურნირის ბომბარდირი; საუკეთესო ფეხბურთელი; ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან კობიაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო, გამარჯვებულებს კი მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად",- ნათქვამია გამგეობის ინფორმაციაში.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)