|
2023-06-15 14:19:35, 930 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც სისხლიანი „ნაციონალი“ დაგიძახებს მოღალატეს, დედის გინება ადეკვატური პასუხია
როცა გამოდის სისხლიანი „ნაციონალი“ და გეუბნება, რომ შენ ხარ მოღალატე და რუსი, იქ დედის გინება არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვას. კობახიძის თქმით, ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. „როგორც კი ნაცი დაგიძახებს რუსს თუ მოღალატეს და ამას პასუხს არ გასცემ, საზოგადოება იფიქრებს, რომ ან ხარ სუსტი, ან ხარ მტყუანი. გუშინ კონკრეტულმა დეპუტატებმა უპასუხეს ადეკვატურად დედის გინებით ამ ადამიანებს, რაც შეირგეს. ეს არის ერთადერთი ადეკვატური პასუხი, როცა ნაცი გეძახის მოღალატეს და რუსს. ეს ადამიანები მოქმედებენ აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით, სადაც აღწერილია ბოლშევიკური მეთოდები. როგორ წარმოგიდგენიათ, ვიღაც მოდის, გეძახის რუსს და მოღალატეს და შენ ხარ ჩუმად? რა პასუხი უნდა გასცე- ბოდიში არ ვარ რუსი?! რა უნდა თქვა, ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი. როცა მოდის სისხლიანი ნაცი და გეძახის რუსს და მოღალატეს, მას უნდა გაეცეს ადეკვატური პასუხი“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ, 14 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მან ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". აღნიშნულს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ. ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, ანა წითლიძეს შორის გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)