08:56 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-15 11:16:22, 787 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - 12 პრიორიტეტს შორის დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია და მისი ამოღება არ განიხილება

12 პრიორიტეტს შორის, რომელიც საქართველომ მიიღო, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია. მისი ამოღება არ განიხილება, მით უმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც არსებობს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება ბიზნესსა და პოლიტიკაში ვინმეს ზედმეტ ჩარევას და ჭარბ ინტერესებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ინტერესების გადაჭარბებული გავლენის არსებობა საქართველოსთვის პრობლემას წარმოადგენს და თუ როგორ გადაწყდება ეს პრობლემა, ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ.

"12 პრიორიტეტს შორის, რომელიც საქართველომ მიიღო, დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უმთავრესია. მისი ამოღება არ განიხილება, მით უმეტეს საქართველოს ტიპის ქვეყნებში, სადაც არსებობს გამოწვევები, როდესაც საქმე ეხება ბიზნესსა და პოლიტიკაში ვინმეს ზედმეტ ჩარევას და ჭარბ ინტერესებს.

საქართველოს აქვს ეს პრობლემა და ის უნდა გადაიჭრას. საქართველოს სჭირდება, რომ პოლიტიკაზე ფარული მმართველობის გავლენის პრობლემა მოაგვაროს; მას სჭირდება ოლიგარქიზაციის დამარცხება, მაგრამ როგორ მიაღწევს ამას, ეს უკვე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. რასაც ყოველთვის ვითხოვდით არის ის, რომ ევროპული სტანდარტები ამ პროცესში მაქსიმალურად იყოს დაცული.

ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა ორი დღის წინ, რომ არაა მიზანშეწონილი არსებული კანონის მიღება, რადგან ის სეროზულ რისკფაქტორს შეიცავს. პრობლემა არა პერსონალურად, არამედ სისტემურად უნდა მოგვარდეს, სწორედ ამას ამბობს დასავლეთი და ვენეციის კომისიაც.

პრობლემის სისტემური მოგვარება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებასაც საჭიროებს, ისეთები, როგორებიცაა: პარტიების დაფინანსება, მედიის თავისუფლება, სასამართლო რეფორმა, სწორედ ასე გვესმის პოლიტიკაზე ფარული გავლენის მოგვარება დასავლეთში. დასავლეთი მხარს უჭერს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ოლიგარქიის გავლენის შემცირებას",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, 13 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

მანამდე კი, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics