|
2023-06-14 23:15:21, 681 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა, ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ
ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ამ წლის ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ, სესიის დასრულებამდე ყველა კანონი გვექნება მიღებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პირნათელია და საკითხს სრული პასუხისმგებლობით უდგება. „ჩვენს დღის წესრიგს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ თავის დროზე წარვადგინეთ გეგმა. ამ გეგმას მივყვებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წელია, გრძელდება მუშაობა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ამ წლის ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ. სესიის დასრულებამდე ყველა კანონი გვექნება მიღებული, რომელიც დაკავშირებულია 12 პუნქტთან. დარჩენილია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, დავამტკიცეთ ამ კვირაში სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა. ყველა ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიური სამუშაო პროცესი წარიმართება. ჩვენ მივიღეთ ყველა შესაბამისი კანონი. რეალურად, ერთი კანონი დარჩა მისაღები. ამის შემდეგ, ჩვენ უკვე დეტალურად წარვადგენთ საზოგადოების წინაშე ანგარიშს, იმასთან დაკავშირებით, შინაარსობრივად როგორ შესრულდა თითოეული პუნქტი. ჩვენ ვართ ბოლომდე პირნათელი თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. სადაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, ყველა პუნქტი არის პირნათლად შესრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ცალმხრივად ვერ იქნება – დეპოლარიზაციის განხორციელება, ამას სჭირდება ორმხრივი ძალისხმევა. აქედან გამომდინარე, ამაზეც გვექნება, ბუნებრივია, ჩვენი პოზიცია დასაფიქსირებელი და დავაფიქსირებთ. სადაც იყო ჩვენი ცალმხრივი პასუხისმგებლობა, ეს უკავშირდებოდა მათ შორის კანონების მიღებას, თანამდებობის პირების არჩევას, ყველგან ვიმოქმედეთ სრული პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)