02:29 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 17:52:08, 1068 ნახვა

სამართალი
ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელს, გრიგოლ ნარსიას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

გრიგოლ ნარსიას, რომელიც ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2023 წლის შეიჭრა და 10-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა, სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

გრიგოლ ნარსია ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში 2022 წლის 20 სექტემბერს სამხედრო უნიფორმით და ნიღბით შეიჭრა, კედლებზე ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამაგრა და სახელმწიფოსთან მოთხოვნები დააყენა.

ნარსია 2 000 000 აშშ დოლარს, ვერტმფრენს, მიკროავტობუსს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშასა და ანკესს ითხოვდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics