10:03 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 17:15:08, 1014 ნახვა

პოლიტიკა
მიშელი - სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე

სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.

მიშელის თქმით, ისტორიული ევროპული პერსპექტივით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოს ახალი ტრაექტორია მომავალი თაობებისთვის.

"კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში.

ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ჩამოაყალიბოთ ახალი ტრაექტორია საქართველოს თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე",- წერს მიშელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მთავრობის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ირანი და აშშ მოლაპარაკებებისთვის 60 დღეს გამოყოფენ
აშშ-მ და ირანმა შეთანხმება დადეს, ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics