|
2023-06-14 16:41:59, 625 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - როცა ქართველ ხალხს აწიოკებენ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, რუსული აქტივების გაყინვა ლოგიკური იქნებოდა
იმ პირობებში, როცა ქართველ ხალხს აწიოკებენ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, ახორციელებენ მცოცავ ოკუპაციას, დაპყრობილი აქვთ ჩვენი ტერიტორიები, აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალური იქნებოდა რუსული აქტივების გაყინვა,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. ხაბეიშვილის თქმით, ასეთ შემთხვევაში, საქართველო კანდიდტის სტატუსს მყისიერად მიიღებდა. „იმ პირობებში,როცა ქართველ ხალხს აწიოკებენ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები, ახორციელებენ მცოცავ ოკუპაციას, დაპყრობილი აქვთ ჩვენი ტერიტორიები, პარალელურად უკრაინა გადასულია შეტევაზე ჩვენს მტერთან, მსოფლიოს ნომერ პირველ მტერთან, ვგულისხმობ პუტინის რუსეთს, ამ პირობებში, ცხადია, კარგი იქნებოდა რუსული აქტივების გაყინვა. აბსოლუტურად ლოგიკური და ნორმალური იქნებოდა, რომ როცა ჩვენს ბავშვებს ხოცავდნენ, ჩვენს მოქალაქეებს ხოცავდნენ, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას რომ ახორციელებენ და ახლა მათ შორის ქართველი ჯარისკაცებიც რომ იბრძვიან პუტინის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინიდან და უკრაინა რომ არის ომში, ამის პარალელურად ეკონომიკური ზიანი რომ მივაყენოთ ჩვენს მტერს, მათ რომ გავუყინოთ აქტივები, რომ საქართველომ დაიჭიროს ღირსეული პოზიცია და ამის პარალელურად, ცხადია, საქართველო მიიღებდა მყისიერად კანდიდატის სტატუსს, რასაც მოჰყვებოდა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია საქართველოში, რასაც მოჰყვებოდა, ცხადია, საქართველოს უსაფრთხოების დაცვა. ეს იქნებოდა კარგი და ნორმალური, წესიერი, პატრიოტი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლების პირობებში, თუმცა იმ პირობებში, როცა რუსი ოლიგარქი, რუსი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსი ირაკლი კობახიძე წყვეტს, ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის კურსს, ჩვენი ქვეყნის ბედს, ამის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, თუმცა ცხადია, ნორმალური ხელისუფლების პირობებში აბსოლუტურად ნორმალური, ადეკვატური იქნებოდა, რომ რუსული აქტივები გაყინულიყო და ძალიან ბევრი მილიარდი მიგვეღო ჩვენ დასავლელი პარტნიორებისგან პლუს საქართველოს უსაფრთხოება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა",- ამბობს ხაბეიშვილი. ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ აქტივებს გაყინავდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)