03:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 16:37:21, 613 ნახვა

საზოგადოება
გაბუნია - რეგულირების სააგენტოს არ აქვს ბერკეტი, კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში დროებით შეუჩეროს კლინიკას ლიცენზია

დღეს, ლიცენზია და ნებართვა, შეიძლება გაუქმდეს, გარკვეული ეტაპების და პერიოდის გავლის შემდეგ. მაგალითად, თუ კლინიკა დაჯარიმდა კონკრეტული გადაცდომისთვის 3-ჯერ, უკვე შემდეგ დგება საკითხი, რომ საერთოდ ჩამოერთვას მას ლიცენზია და ნებართვა. ამ სამი დაჯარიმების პერიოდში, კლინიკა კვლავაც სარისკო გარემოებებში აგრძელებს ფუნქციონირებას, რითიც პაციენტების ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი უფრო მატულობს,- აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა,  რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, სამართალდარღვევის არსებობისას, შუალედურ ეტაპს, ლიცენზიის ან ნებართვის შეჩერების მექანიზმს.

„ცვლილებით, განსაზღვრულია ის ეტაპები, რაც წინ უნდა უძღოდეს ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების საკითხს. კომისია, შემოწმების შედეგად, თუ დადგენს კრიტიკულ შეუსაბამობას, რომელიც საფრხეს უქმნის პაციენტის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ასევე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, შეუძლია უკვე გასცეს კლინიკის მიმართ ლიცენზიის შეჩერების დასკვნა. ეს დასკვნა გადაიგზავნება სასამართლოში, 48 საათია სასამართლოს რეაგირებისთვის და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,  კლინიკას შეუჩერდება ლიცენზია ვიდრე არ აღმოფხვრის იმ დარღვევას, რომელიც ჩაითვალა რომ იყო კრიტიკულად სარისკო ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს აქვს ვალდებულებები, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან მიმართებაში. რეგულირების სააგენტო იმისთვის ფუნქციონირებს, რომ გადააზღვიოს პაციენტთან დაკავშირებული რისკები და შექმნას უსაფრთხოების პირობები. ეს არის ფუნდამენტი და მთავარი მოტივაცია რეგულირების სააგენტოს საქმიანობის“, -  განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics