03:33 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 16:15:25, 613 ნახვა

საზოგადოება
სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ

სისხლის დონორის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ტრადიციულად სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სისხლის ბანკში გამართულ ღონისძიებას, რომელიც დონაციის აქციის პარალელურად,  დონორებისთვის მადლიერების გამოხატვას მიეძღვნა, მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილეებთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

,,სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დონაციის მნიშვნელობის შესახებ. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სისხლის ბანკში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებას ემსახურება. აქ იმყოფებიან დონორები, რომლებიც   წლების განმავლობაში უანგაროდ გასცემენ სისხლს და მათ მადლიერების ნიშნად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, მადლობას ვუხდი ყველა მათგანს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის!  საზოგადოებას შევახსენებ, რომ დონაცია გვჭირდება სიცოცხლის გადასარჩენად და ყველამ უნდა გავიაზროთ ამის მნიშვნელობა", - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

ყველა ჩვენგანს სისხლის გაღებით შეუძლია, სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანს!





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics