|
2023-06-14 15:39:19, 674 ნახვა
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორ რეიჩელ ტომსონს, რომელიც საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პარტნიორობის საკითხები. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ბანკის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორის როლს საქართველოს წინსვლის პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას. „საუბარი, ასევე, შეეხო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს და ამ მასშტაბური ღონისძიების მნიშვნელობას საქართველოსა და რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით არჩეულია აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)