17:36 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 15:36:44, 618 ნახვა

საზოგადოება
ღუდუშაური - რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები

მინდა, ვკითხო დეპუტატებს - რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია?- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა, პარლამენტში, საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

როგორც ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, უწყების მიერ, გამოწერილი ოქმების გასაჩივრება და პროცესების გაჭიანურება, ხშირ შემთხვევაში, მიზანმიმართულად ხდება, რათა თანხების ბიუჯეტში დაბრუნება არ მოხდეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დეპუტატებს, სასამართლო დავების სტატისტიკური მონაცემები გააცნო და აღნიშნა, რომ სასამართლომ,  გასაჩივრებული ოქმებიდან, რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილების  97 % მართებულად მიიჩნია.

„2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე, რეგულირების სააგენტოს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, დაახლოებით, 2 700 ოქმი აქვს დაწერილი, საიდანაც, ამ დროისთვის, 120 არის სასამართლოში. 60 შემთხვევაში გამართლდა მეორე მხარე, დანარჩენ შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილება, სასამართლოს მიერ მართებული აღმოჩნდა, რაც დაახლოებით, 97 %-ია იმ ოქმების, რომელიც რეგულირების სააგენტომ გამოწერა. სასამართლოს გადაწყვეტილება, უმეტეს შემთხვევაში, 80-85 %, გასაჩივრდა, მიუხედავად იმისა, რომ მოგების ალბათობა ძალიან დაბალი იყო და ეს მხარემ იცოდა. რეგულირების სააგენტოს გამოწერილ აქტებს, მეორე მხარე იმიტომ ასაჩივრებს, რომ უბრალოდ დრო გაწელოს.

გარდა ამისა, ამ დროისთვის, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან მიმართებაში რეგულირების სააგენტოს ინსპექტირების შედეგად, ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები. მესმის კერძო სექტორის შიში და არ მოწონება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შეიძლება,  ზოგიერთი კლინიკისთვის ჯარიმა ძალიან მაღალი გამოდგეს და გაუჭირდეს ფუნქციონირება. მაგრამ მინდა, ვკითხო დეპუტატებს - ათეულობით მილიონ ლარზე მიმდინარეობს დავები, რომლებსაც წლების განმავლობაში, მხოლოდ იმიტომ ასაჩივრებენ, რომ თანხა არ დაბრუნდეს ბიუჯეტში, ეს რამდენად სწორია? სხვადასხვა იურიდიულ გზას მიმართავენ, რათა არ აღსრულდეს გადაწყვეტილება და თანხა ბიუჯეტში არ დაბრუნდეს. ჩვენი მოტივაცია დაუყოვნებლივ აღსრულებასთან მიმართებაში არის სწორედ ის, რომ ეს თანხები დაბრუნდეს ბიუჯეტში. რეგულირების სააგენტოს სახელმწიფოსგან აქვს ეს ფუნქცია და ამ მიმართულებით კითხვების დასმა, ვფიქრობ, უხერხულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics