|
2023-06-14 12:00:16, 749 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხსა და ხელისუფლებას არაფერი სჭირს
არახამიას ვუპასუხებდი და ვურჩევდი, რომ საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას ვიდრე რამეს ურჩევს, მით უმეტეს ასეთ მტკიცებით ფორმაში და რამე ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, ჯერ იქნებ ეს ქართულად გვითხრას,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალუდა ღუდუშაური უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, არახამია უკრაინას და უკრაინელ ხალხს არ წარმოადგენს. „ჩვენ ვდგავართ უკრაინელ ხალხთან ერთად. ვუსურვებთ უკრაინას, ბუნებრივია, გამარჯვებას და დროულად ვუსურვებთ სტაბილურ მშვიდობას, თუმცა არახამია ვერ და არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და უკრაინას მთლიანად. მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები არის ცნობილი ყველასთვის. აქედან გამომდინარე, დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი საქართველოს, ქართველ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებას არაფერი სჭირს“,- ამბობს ღუდუშაური. ცნობისთვის, უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ აქტივებს გაყინავდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)