|
2023-06-14 11:47:38, 550 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა, ფერმერთა საჭიროებები და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის ხელშემწყობი პროექტები აქტიურად ხორციელდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეფუტკრე ფერმერების მხარდასაჭერად, იქმნება ისეთი პროექტები, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას. „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო პაპავამ მეფუტკრე ფერმერების საჭიროებებზე, მათ შორის, სკების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებისა და ფუტკრის დაავადებების კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მიკვლევადობის სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თაფლის წარმოების და ექსპორტის ზრდას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს. აღინიშნა, რომ, ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებულია 45 საფუტკრე მეურნეობა, ჯამში 7 000 სკა. ფერმერთა დაინტერესებისა და რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სტიმულირების მიზნით, სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და თენგიზ ნასარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)