05:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 10:37:49, 971 ნახვა

სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე სამი პირი ამხილა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე, სამი პირი ამხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს რეგიონში, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ფერმერებს დახმარების სახით აგრო ბარათებზე საშუალოდ ურიცხავდა 100-დან 1 500 ლარის ოდენობის შესაბამის ქულას.

"დანაშაულში მხილებული პირები თავის მხრივ წარმოადგენდნენ მეწარმეებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ პროგრამაში და ევალებოდათ სახელმწიფოს მიერ ფერმერებისთვის გადაცემულ აგრო ბარათებზე დარიცხული ქულების სანაცვლოდ, მოქალაქეებზე მოეხდინათ შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის რეალიზაცია.

ნაცვლად აღნიშნულისა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხსენებული მეწარმეები, ადგენდნენ ყალბ საანგარიშსწორებო დოკუმენტებს საქონლის რეალიზაციის თაობაზე, რის შემდეგაც მოქალაქეებს ხელზე აძლევდნენ ბარათზე არსებული ქულების ღირებულების დაახლოებით 70-80 %-ს, ხოლო სახელმწიფოსგან მოტყუებით იღებდნენ და მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აგრო ბარათებით თითქოსდა რეალიზებული საქონლის ღირებულების 100 %-ს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 180-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics