15:20 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 10:00:43, 1227 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - სამინისტრო შშმ პირთა მხარდასაჭერად, ყოველწლიურად ამატებს ახალ პროგრამებს ან აფართოებს არსებულს

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდასაჭერად, ყოველწლიურად ამატებს ახალ პროგრამებს ან აფართოებს არსებულს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ამოქმედდა "შშმ მშობლის და ორსულის ერთჯერადი მატერიალური დახმარების" ახალი პროგრამა.

"აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  შშმ პირთათვის გასცემს 25 სახეობის დამხმარე საშუალებას, მათ შორის ელექტრო ეტლს. დაგეგმილია დამხმარე საშუალებების ნუსხის გაფართოება, კერძოდ საკორექციო ორთოპედიული ნაწარმის - ნებისმიერი დონის ორთეზების და ინოვაციური ტექნოლოგიის დამხმარე საშუალებების.

სამედიცინო სერვისების გარდა, სამინისტრო პროგრამების ფარგლებში, ყოველწლიურად აფინანსებს 2 000-მდე ბავშვისა და 1000-მდე მოზრდილის რეაბილიტაციის კურსს.

ბავშვთა მიმართულებით სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის შემდეგ პროგრამებს: „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია“, „ბავშვთა ადრეული განვითარება“, „აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“, „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაცია“, „ძვალ-სახსროვანი სისტემის დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“.

სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირებს და მათ უზრუნველყოფს თავშესაფრით. მიმდინარე წელს აღნიშნული მიმართულებით დაემატა მეოთხე საცხოვრისი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ყველა პროგრამის ბენეფიციარები არიან.

აჭარის დასაქმების სააგენტო შშმ პირებს სთავაზობს პროფესიულ გადამზადებას",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics