18:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-13 17:31:35, 1430 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ქვეყნების ფარდულები სავსეა იარაღით, რომელსაც არ იყენებენ, იარაღი გადავიტანოთ ბრძოლის ველზე, რათა აგრესორი „დავამშვიდოთ“

დღეს ბევრი ქვეყნის ფარდული სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის სჭირდებათ მათ ახლა ამდენი იარაღი საცავში? 

პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ ჯობს ის იარაღი, რომელიც ევროპის ქვეყნების საცავებში ინახება, გადაეცეს უკრაინას, რათა რუსეთის შეჩერება უკრაინის ტერიტორიაზევე მოხდეს. 

"მოდი, დავარქვათ როგორც არის. რუსული აგრესია უკრაინაში გახდა შესანიშნავი შესაძლებლობა მრავალი ევროპული ქვეყნისთვის, რომ მომგებიანად გადაიარაღდნენ: უარი თქვან მოძველებულ იარაღზე და სტრატეგიული პარტნიორების ხარჯზე ტექნიკის ახალი მოდელები მიიღონ. დღეს ბევრი ქვეყნის ფარდული სავსეა თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, რომელიც მტვრითაა დაფარული და მათი გამოყენება არ იგეგმება. კითხვა: თუ ევროპისთვის მთავარი სტრატეგიული დოქტრინალური საფრთხე რუსეთია და რუსეთთან ომი დღეს უკრაინაში მიმდინარეობს, რისთვის გჭირდებათ ახლა ამდენი იარაღი? კიდევ ვისთან გეგმავთ ბრძოლას ამ კონტინენტზე 21-ე საუკუნეში? არ ჯობია, რაც შეიძლება მეტი იარაღი პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავიტანოთ და აგრესორი „დავამშვიდოთ“ აქ და ახლა?"- ამბობს პოდოლიაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics