|
2023-06-13 14:23:01, 900 ნახვა
მსოფლიო
ლუკაშენკო - ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, რუსეთს არ დაუძალებია
ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო,- ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო. "ეს იყო ჩემი მოთხოვნა. რუსეთს არ დაუძალებია ის ჩემთვის. რატომ? იმიტომ, რომ როგორც თქვენ ამბობთ, ამ სამყაროში არავის არ უომია ბირთვულ სახელმწიფოსთან. და მე არ მინდა, რომ მათ ჩვენ დაგვიწყონ ომი. არსებობს ასეთი საფრთხე? კი და მე უნდა ავიცილო იგი თავიდან... მე ვთვლი, რომ ასეთი იარაღის მქონე ქვეყანასთან ომი არავის მოუნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ მე მომიწიოს გადაწყვეტილების მიღება ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით 21-ე საუკუნეში, მაგრამ თუ ჩვენს წინააღმდეგ იქნება აგრესია, ჩემი მხრიდან არანაირი ყოყმანი არ იქნება",- განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, 26 მაისს ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის რუსეთიდან ბელარუსის ტერიტორიაზე გადატანა უკვე დაწყებულია. ამასთან, 9 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 7-8 ივლისს ბელარუსში შესაბამისი ობიექტების მომზადება დასრულდება, რის შემდგომაც ბირთვული იარაღის განთავსებითი ღონისძიებები დაიწყება.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)