|
2023-06-13 13:54:24, 986 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია - მისი შრომები სანიმუშო მაგალითად დარჩება
ირაკლი კობახიძე მრავალი თაობის აღმზრდელი და პედაგოგია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები და განსაკუთრებით, მისი საუკეთესო ნაშრომი - საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია მრავალი თაობისთვის დარჩება სამართლებრივი აზროვნების, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის სანიმუშო მაგალითად. ხოლო, რაც შეეხება სააკაშვილის ამორალურ იდეოლოგიას "ფრანკლინის კლუბის" ან ნებისმიერი სხვა მჭექარე სახელწოდებით, ის შარშანდელი თოვლივით გაქრება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ის უკვე დიდი ხანია მოისროლა ისტორიის სანაგვეზე და მისი რეინკარნაციის ნებისმიერი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, ისტორია არაერთ ფაქტს ინახავს, როდესაც საკუთარი მიზნების მისაღწევად, ახალგაზრდა ადამიანებით მანიპულირება ხდება. „სამწუხაროდ, ამ მდარე იდეოლოგიით თავგზააბნეული ახალგაზრდა ბრმა იარაღად იქნა გამოყენებული სააკაშვილის მორალის, უფრო სწორედ კი ამორალურობის მეხოტბეების მიერ რაც პირდაპირი მნიშვნელობით ფსკერს ქვემოთ დაშვებაა და საკუთარი უღირსი შინაგანი ბუნების თვითლუსტრაციაა არა იმ ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ჩვენი შვილების თანატოლია და ვისაც წინ მთელი ცხოვრება ელოდება, არამედ იმ ძალებისთვის, რომლებსაც 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოართვა სახელისუფლებო მანდატი და ახლა ახალგაზრდებისთვის ტვინის გამორეცხვით ცდილობს საკუთარი ბნელი დღის წესრიგის რეალიზებას", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)