11:11 - 15 Jun, 2026
|
2023-06-13 13:04:15, 857 ნახვა
პოლიტიკა
კირკიტაძე უმრავლესობას - თუ გსურთ ევროპულ გზაზე გვქონდეს პროგრესი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ
თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი", - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)