|
2023-06-13 12:45:01, 929 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი კალიურანდზე - მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო
კალიურანდი როგორ არის იცით, აი, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ახლა ამ რეზოლუციას შესრულებაზე აკეთებს აქცენტს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, აღნიშნული რეზოლუციით არავითარ შემთხვევაში არაფერი არ ჩაითვლება, თუკი ის არ შესრულდება, რომელშიც "კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი". "კალიურანდიროგორ არის იცით, აი, მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო. თვითონ მიიღო რეზოლუცია და ეხლა ამ რეზოლუციას შესრულებაზე აკეთებს აქცენტს, რომ არავითარ შემთხვევაში არაფერი არ ჩაითვლება, თუკი ის რეზოლუცია არ შესრულდება, რომელშიც კეზერაშვილი მედიამენეჯერია და ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. აი, ამ თემას თუ ჩვენ არ მივუდგებით ისე, როგორც კალიურანდი ხედავს და კუბილიუსი, აქედან გამომდინარე, ნუ გასაგებია, 300-ზე მეტი არიან იქ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ გიორგი ვაშაძეს მოჭიდავეები ცემას უპირებენ. როდესაც ესეთი ამბები მიდის ევროპარლამენტში, მე ამას მარტო კომენტარისთვის არ გეუბნებით, საერთოდ, როდესაც მიდის, ძალიან დიდი რაოდენობაა ადამიანების, რომლებიც ვერ ერკვევიან, არ იციან ზუსტად და ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამხელა მედიასაშუალება ან ამხელა პოლიტიკური ლიდერი, ტიტანი ადამიანი, იტყუება",- განაცხადა ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 ივნისს ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს მთავრობის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულება შეაფასა. როგორც კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირულია.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)