|
2023-06-13 10:17:13, 842 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - მთავრობისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს და საქართველოს მთავრობის მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას აფასებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ზოგიერთ შემთხვევაში პროგრესი ზედაპირულია. კალიურანდი განცხადებაში ასევე უთითებს, რომ მთავრობისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად იმუშაონ. "საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“,- ნათქვამია განცხადებაში. კალიურანდის თქმით, მოუწოდებენ ხელისუფლებას, გააორმაგონ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განსახორციელებლად. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ოპოზიციას, "საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში". ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე. "გამოვთქვამთ შეშფოთებას დემოკრატიული რეფორმების, პროგრესისა და კანონის უზენაესობის ნაწილში. უარყოფითი განვითარებაა ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მარცხი; მაშ შორისაა პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხები. ამ კონტექსტში ჩვენ კვლავ ვიმეორებთ იმ პოზიციას, რომელშიც არის გამოხატული ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში, რომელიც მოიცავდა ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შეთანხმებას და მოუწოდებდა სასჯელის გადავადებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის; ასევე გაეთავისუფლებინათ მედიამენეჯერი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. კერძოდ, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას და საქართველოს პარლამენტს გააორმაგოს მათი ძალისხმევა, რომ მოგვარდეს ისეთი პრიორიტეტული საკითხები როგორიცაა არის სასამართლოს დამოუკიდებლობა, დეოლიგარქიზაცია, მედია თავისუფლება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა", - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)