|
2023-06-12 21:58:24, 955 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - ბექა ყორშიამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა
ბექა [ყორშიამ] სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა, - ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მას შემხეგ, რაც ბექა ყორშიამ სიუჟეტი გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინი მეტრეველზე, ის გახდა მუქარის მსხვერპლი, აქედან გამომდინარე ნიკა გვარამია მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებსა და სახალხო დამცველის აპარატს, რომ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ არ დატოვონ. "ბექა ყორშიას სიუჟეტი, შეიძლება ითქვას, ანატომიური თეატრია. ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა. არაფერი სხვა: არც გამოკვლევა, გამოძიება, არც ინტერპრეტაცია, არც შეფასება, მხოლოდ სისტემის თვითაღიარება: ვერ მოედავები, ვერსაიდან შემოუვლი, მიკერძოებულობას ვერ დააბრალებ. ამიტომაცაა სისტემის ანატომიის ამსახველი ეს 10 წუთი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, ზუსტი და ადვილად აღსაქმელი მხილება. ამიტომაც არის ეს 10 წუთი, ალბათ, გაცილებით საშიში სისტემისთვის, ვიდრე შეფასებების, გამოძიებების, ახსნა-განმარტებების, მსჯელობებისა და რთული კონსტრუქციების საათები, დღეები, თვეები და, შესაძლოა, წლებიც. ამიტომაც არის ახალგაზრდა, ღრმად განათლებული, ფასეულობების ერთგული, ორიგინალურად მოაზროვნე გამბედავი პატრიოტების ადგილი იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავლის საკითხები წყდება - იქნება ეს მედია, პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა. ბექა ყორშია, ვამაყობ შენით, მიყვარხარ და გგულშემატკივრობ ყველა შენს წამოწყებაში. აქვე, მივმართავ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩათვლით, ასევე, სახალხო დამცველს (მისი არაადეკვატური და მისსავე მანდატს აცდენილი შეფასების მიუხედავად): ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება. მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. ვითარებაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო ყურადღება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით", - წერს გვარამია. შეგახსენებთ, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ბექა ყორშიას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ როინი მეტრეველთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც ის მას გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც როინი მეტრეველმა განაცხადა, რომ აკადემია ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებას “სრულფასოვნად უჭერს მხარს”.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)