|
2023-06-12 13:48:25, 685 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო
უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, გზის გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი, ხოლო უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ძლიერი წვიმის დროს წყალი გუბდებოდა. რეაბილიტაციის შედეგად, ეს პრობლემები მოგვარდება. „დავიწყეთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია. პირველი, რაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაკეთდება, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემა გზის სავალ ნაწილსაც ეტყობოდა - გარკვეული მონაკვეთები ჩავარდნილი იყო და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. გარდა ამისა, გაკეთდება განათების ახალი სისტემა, დამონტაჟდება ლედ-სანათები, ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა. ეს კონკრეტული ადგილი, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე გასასვლელია, ძლიერი წვიმის დროს პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ერთ-ერთი დაბალი ადგილია და აქ ძალიან დიდი რაოდენობის წყალი გუბდებოდა. შესაბამისად, უნდა მოეწყოს სანიაღვრე სისტემა. გარდა ამისა, საპარკინგე ადგილები გაჩნდება. აქამდე მანქანის გაჩერება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა ტროტუარები, ფეხით გადაადგილებაც პრობლემას წარმოადგენდა, აღნიშნულ პროექტში კი ეს ყველაფერი გათვალიწინებული იქნება. სამუშაოებს ნოემბერში დავამთავრებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოებს ასევე გაეცნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე. პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელები, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები. ტერიტორიაზე ასევე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდა. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილდებიან ცალმხრივად - მხოლოდ ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდათ. სატრანსპორტო საშუალებებს თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შეუძლიათ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. ასევე პერიოდულად, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, შეიზღუდება უნივერსიტეტისა და მიმდებარე ქუჩებს შორის ავტომანქანების მოძრაობა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)