19:01 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 11:27:09, 697 ნახვა

საზოგადოება
გაბუნია - შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა, კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები ისევ რჩება

სალიცენზიო პირობები, ბუნებრივია, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს კლინიკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს საავადმყოფოს შიდა ინფექციის გავრცელება მთელი რიგი მძიმე  გამოსავლების გამოწვევის კუთხით. ეს თუ დაირღვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დროული რეაგირება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. 

თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი რამდენიმე ბერკეტს ითვალისწინებს. მისი განცხადებით, დღეს მოქმედი ჯარიმები მინიმალური ოდენობისაა და პრევენციული ძალა არ აქვს.

აქედან გამომდინარე, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, ან ინფექციის კონტროლის პირობების გაუმჯობესებასა და პაციენტისთვის უკეთესი, უსაფრთხო გარემოს შექმნისკენ მიმართოს, ზოგჯერ, კლინიკას ჯარიმის გადახდა ურჩევნია. 

„დღევანდელი კანონმდებლობა ლიცენზიისა და ნებართვის გაუქმებას ითვალისწინებს, მაგრამ არ არის შეჩერების მექანიზმი. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში, რა  თქმა უნდა, ისევ რჩება. დღეს, რეგულირების სააგენტოს არ აქვს ქმედითი ბერკეტი, შეაჩეროს ლიცენზიის და ნებართვის მოქმედება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ჯარიმები, რომელიც ახლა დაწესდა, თითქმის, გაორმაგებული ოდენობისაა. ახალი კანონპროექტით, ასევე, დგინდება ჯარიმების ზედა ზღვარი და არ რჩება ღია სივრცე, რომ შემფასებელს ან გადაწყვეტილების მიმღებს, გარკვეული ვარირების საშუალება ჰქონდეს. 

„უფრო კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც უნდა ამოქმედდეს ამ კანონპროექტით, ეს არის ლიცენზიის და ნებართვის მოქმედების შეჩერება, დროებითი შეჩერება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics