|
2023-06-10 22:29:08, 882 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ლგბტ პროპაგანდისტების ბინძური კამპანია
ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძისადმი სტუდენტების პროტესტის შესახებ კობახიძის ჰომოფობიური რიტორიკა გაიმეორა. მან ჟურნალისტებთან, როგორც "ლგბტ პროპაგანდაზე" ასევე დღევანდელ პერფორმანსსა და ლგბტ თემს შორის კავშირის ოცნებისეულ თეორიაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, "მოდაში შემოვიდა ლგბტ პროპაგანდისტობა" და სინამდვილეში არავის უფლებები არ ილახება. მისი აზრით, "ლგბტ პროპაგანდის შედეგები" ბოლო კვლევებიდანაც ჩანს. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კვლევები აჩვენებს, რომ "ლგბტ პროპაგანდა თურმე, ძალიან ცუდი რამე ყოფილა" და რომ მას "აშკარად და ღიად უნდა დაუპირისპირდნენ". "დღეს რაღაცა ტრენდია თითქოს, რაღაც ძაან მოდაში შემოვიდა თითქოს ლგბტ პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს, არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ რაღაცა ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ ვიღაცები ლგბტ პროპაგანდის, ამან რა შედეგები მოიტანა ბოლო კვლევები ნახეთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მდინარაძის თქმით, "ლგბტ პროპაგანდა საზოგადოებას ზიანს აყენებს", რის მაგალითადაც მან აშშ-ისა და საფრანგეთის კვლევების შედეგები მოიყვანა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომელ კვლევებზე საუბრობდა. მდინარაძემ "სამწუხარო" უწოდა მისსავე მოყვანილ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც "აშშ-ში 20 ხოლო საფრანგეთში 18-25 წლის ახალგაზრდების 22% თავს სექსუალურ უმცირესობად აიდენტიფიცირებს". "ხომ ვამბობდით ჩვენ თითქოს, რომ პროპაგანდა არანაირ ზიანს არ აყენებს საზოგადოებას. რეალურად ამ ზიანს აყენებს... უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ დიახ, ლგბტ პროპაგანდამ ქნა ის, რომ საფრანგეთში 22% თავის თავს აიდენტიფიცირებს სექსუალურ უმცირესობად, როცა წინა თაობაში ეს იყო 10%-მდე მაქსიმუმ, უფრო წინა დაობაში ეს იყო 2 – 2.5 – 3%. ანუ ლგბტ პროპაგანდა თურმე ძალიან ცუდი რამე ყოფილა. აგერ კვლევებმა და შედეგებმა გვაჩვენა. ჩვენ ამას აშკარად და ღიად უნდა დავუპირისპირდეთ" - განაცხადა ოცნების ლიდერმა. კითხვაზე, ერთმანეთთან რა კავშირშია სექსუალური ორიენტაცია და ოცნების თავმჯდომარისადმი სტუდენტების პროტესტი, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიები სექსუალურ უმცირესობებს "პოლიტიკურ იარაღად" იყენებენ. მისი აზრით, დღევანდელი პროტესტი "გეგმის ნაწილი იყო", და სტუდენტები, რომლებმაც კობახიძისადმი პროტესტი რუბლების გადმოყრით გამოხატეს, "ვიზუალურად სპეციალურად თავს ასე [ლგბტ თემის ნაწილად] აპოზიციონირებენ", იმისთვის რომ, მდინარაძის აზრით, ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში ეს ადამიანები "დაჩაგრულებად წარმოეჩინათ". "გეგმის ნაწილია. როგორც ჩანს მერე ვიღაცამ რამე რომ უთხრას შემდეგ ატეხენ ამბავს, რომ აი ამ ნიშნით ვიღაცამ მიაყენა შეურაცხყოფა. როგორც ჩანს ეს არის. რაღა მაინცდამაინც ასე, რომ აიდენტიფიცირებენ თავს და ასე რომ პოზიციონირებენ ის ადამიანები აპროტესტებენ კობახიძის რაღაცას, რაც თავის ტავში ფეიკს შეიცავს. ეს არის რეალურად, დიახ. ლგბტ პროპაგანდისტების მიერ დალაგებული რაღაც ბინძური კამპანია, ვითომ ანტირუსული" - თქვა მან. კითხვაზე, არის თუ არა სტუდენტების სექსუალური ორიენტაციის შესახებ კობახიძის და მისი განცხადებები დისკრიმინაციული, მდინარაძემ უპასუხა- არა და გაიმეორა, რომ "ადამიანები რომლებიც ვიზუალურად სპეციალურად თავს ასე აპოზიციონირებენ, ეს ადამიანები იქნენ გამოყენებული კონკრეტულ რაღაცა ვითომ პერფორმანსში". "დიდი ეჭვია იმ ვერსიისა, რომ ვიღაცას რომ რაიმე უხეში პასუხი გაეცა ან ფიზიკური შეხლა-შემოხლა იქ ყოფილიყო, ალბათ იქნებოდა, გეგმა იმის შესახებ, რომ რაღაცა ნიშნით დაჩაგრულებად წარმოეჩინათ ის ადამიანები, იმდენად აი, ამ მიმართულებით დალაგებული გოიმური პერფორმანსი იყო." - თქვა მამუკა მდინარაძემ. "შეთქმულების თეორია ეძახეთ თქვენ და მერე ყველაფერი მართლდება" - ასე დაასრულა ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა.
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)