07:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-10 13:10:38, 1019 ნახვა

სამართალი
შსს - ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირი - 1990 წელს დაბადებული გ.შ., 1994 წელს დაბადებული ბ.ტ და 1996 წელს დაბადებული ს.ტ. დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის რაიონის სოფელ კევლიანში მდებარე ა.ტ.-ს კუთვნილ აგარაკზე ფარულად შეაღწიეს, საიდანაც საოჯახო ტექნიკა და სხვადასხვა ნივთები მოიპარეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს, მცხეთა- მთიანეთის ტერიტორიაზე რამდენიმე აგარაკი გაქურდეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია აგარაკებიდან მოპარული ნივთები და საოჯახო ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონოდ შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics