12:18 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 14:29:21, 616 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - უცხოეთიდან ჩარევების, რადიკალების დაფინანსების და იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების მიუხედავად, არ არსებობს შანსი, რომ ხალხმა ხელისუფლების მანდატის ჩაგდება ოპოზიციის ხელში დაუშვას

სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი, ანუ, ძალადობა, კორუფცია, ადამიანის ღირსების აყრა, ეს გახლავთ ჩვენი ოპოზიციის გენეტიკური კოდის შემადგენელი ნაწილი, რაც არის პრობლემა. ისინი ამ ადამიანებს ვერ მოიცილებენ ისე, რომ თავად არ განადგურდნენ,  - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა კარგად შეისწავლა ოპოზიციის გენეტიკური კოდი, რომელიც ძალადობასა და ადამიანის ღირსების აყრაზეა დაფუძნებული - შესაბამისად, ოპოზიციის ყველა მცდელობა, უშედეგო იქნება უცხოეთიდან ჩარევების და რადიკალების დაფინანსების მიუხედავად.

„ამ ოპოზიციისგან არაფერი არ გამოვა გარდა იმისა, რომ კვლავ წრეზე იტრიალონ რადიკალური დღის წესრიგის შექმნისთვის. მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე კარგად იციან და  ეს გენეტიკური კოდი გაშიფრეს. უცხოეთიდან ჩარევებისა და დაფინანსების, ასევე იარაღის ტრიალის სემინარების ჩატარების, რადიკალების დაფინანსების მიუხედავად, შანსი არ არსებობს, რომ ქართველმა ხალხმა რაიმენაირად მათ ხელში ხელისუფლების მანდატის ჩაგდება დაუშვას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics