2023-06-09 00:13:11, 996 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?
კრემლთან დათმობის პოლიტიკა აქ არ იგრძნობა, რადგან კრემლისთვის იდეა არის არა ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, არამედ თავისი ინტერესების გატარება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ საქართველოს უკეთესი პირობები ჰქონდეს?
„ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს? ხომ არ არის მიზანი, რომ სწორედაც ეს საკითხი ევროსტრუქტურებში დაისვას და დამატებითი ბარიერი შეექმნას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის რეალიზაციას. ხომ არ გაკეთდა ეს იმისთვის, რომ ეს კითხვა გაჩნდეს?“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),