|
2023-06-08 19:47:30, 1043 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც გავლენის სფეროების აღდგენას ცდილობდა
ვცდილობდით, ცივი ომის დასრულების შემდეგ შეგვექმნა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც ცდილობდა გავლენის სფეროების აღდგენას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, 2014 წლიდან ნატო-ს სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე. „ჩვენ ვცხოვრობთ უფრო საშიშ მსოფლიოში. ჩვენ გვყავს რუსეთი, როგორც მეზობელი, რომელიც მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ, არაერთხელ, არამედ რამდენჯერმე ბოლო წლების განმავლობაში, რეალურად, დაწყებული საქართველოდან 2008 წლიდან. სწორი იყო იმის იმედი, რომ მსგავსი რამ მოხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან, მაგრამ შემდეგ თანდათან ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი მოქმედებდა საქართველოს, უკრაინის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, სადაც იგი ცდილობდა, აღედგინა გავლენის სფეროები, როდესაც დიდი ერები აკონტროლებენ იმას, რისი გაკეთება შეუძლიათ პატარა ერებს. შემდეგ კი ნატო-ს თანდათან, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა მეტი ხაზგასმა არა დიალოგზე, არამედ შეკავებასა და თავდაცვაზე, განსაკუთრებით 2014 წლიდან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)