|
2023-06-08 16:00:46, 822 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე - გვაქვს ევროპული პერსპექტივა და მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ველით
დღეს საქართველო საკუთარი ისტორიის ძალიან მნიშვნელოვან სტადიაში იმყოფება. ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველით. საქართველო უკრაინის გვერდით დგას 2022 წელს, რუსეთის უსამართლო, სასტიკი და აგრესიული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე და მას შემდეგაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია დღემდე გრძელდება. „რუსეთი არ იცავს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩემი თაობა და საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყოველდღიურ გამოწვევებს აწყდებიან. განათლების მიღების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და უსაფრთხოება რეგულარულად ირღვევა. თუმცა საქართველო სამშვიდობო რეზოლუციას ასრულებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა ქვეყანამ დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციით მიიღო. ორ წელში საქართველოს ეკონომიკას 10 პროცენტიანი მატება აქვს. რეფორმები ტარდება და ევროკავშირს ვუახლოვდებით ისე როგორც შესაძლებელია ჩვენი მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და ხალხი ამ მისწრაფების კუთხით ერთადაა. ჩვენი ევროატლანტიკური მიმართულება საქართველოს კონსტიტუციის მიერაა გარანტირებული. 2016 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, როდესაც ასოცირების შეთანხმება ძალაში შევიდა, ჩვენს შორის ურთიერთობის ახალი ერა დაიწყო. ჩვენ სექტორული ინტეგრაცია გვაქვს. ჩვენმა ქვეყანამ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში უმნიშვნელოვანესი როლი იკისრა. საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორია. ახლა კი გვაქვს ევროპული პერსპექტივა და მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს ველით. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ბევრი ჩვენი მოქალაქის, რომ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიღებულიყო. თებერვალში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიში ასევე ამას ადასტურებს, მაგრამ ვითარებას ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ და ამისთვის ბევრს ვმუშაობთ“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სტრატეგიისა და გეგმის ინიციატივით გამოვიდა. მისივე განმარტებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს მთავრობა აცხადებდეს, რომ ევროკავშირს საქართველოში მეორე ფრონტის შექმნა სურს, სინამდვილეს არ შეესაბამება. „არ არსებობს არცერთი განცხადება საქართველოს ოფიციალური პირების მხრიდან, რომელიც ევროკავშირის მიმართ ამ ბრალდებას მოიცავდეს. ასეთი განცხადებები არ არსებობს პარლამენტის უმრავლესობის არცერთი წევრის მხრიდანაც. თუმცა ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ ფაქტს და რისკებს, რომლებიც საქართველოში არსებული ოკუპაციის გამო გვაქვს. საქართველო იყო, რუსეთის თავდასხმის პირველი სამიზნე 2008 წელს და დასავლელი პარტნიორები არ იყვნენ ისეთი ერთიანები, როგორც ახლა არიან. ჩემი აზრით, მეორე ყველაზე მნიშვნელოვან არგუმენტია ის, რომ საქართველოს ორი რეგიონი ამ დრომდე ოკუპირებულია და ესკალაციის რისკები კვლავ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)