2023-06-07 14:05:35, 727 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი და ნიკა მოსიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, საქმე 166-ე და 173-ე მუხლებით არის აღძრული, რაც ხულიგნობასა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"გვასამართლებენ მე და ნიკა მოსიაშვილს. 166-ე და 173-ე მუხლებია სტანდარტულად. ხულიგნობა და კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა. მტკიცებულებები რომ ვერ მოიტანეს, გვედავებიან, დინამიკის ხმას არ დაემორჩილეთო - ანუ, ვიღაც ქალის ხმა რომ ისმოდა - "მოქალაქენო, გთხოვთ დაიშალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში …" - ამას რატომ არ დაემორჩილეთ და არ დაიშალეთო - რა ბელარუსი, ნიკარაგუა ვართ",- წერს ჯაფარიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,