|
2023-06-07 12:16:26, 617 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ტექ გუნდი API Days გლობალურ კონფერენციაზე წარსდგა მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატა
მსოფლიოს წამყვანი კონფერენციის API Days 2023 წლის სერია ჰელსინკში 5-6 ივნისს ჩატარდა. „თიბისის“ Open API-ს გუნდმა ღონისძიებაზე „თიბისის“ ციფრული გამოცდილება ისეთ საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარეს, როგორებიცაა : Google, Postman, AWS და სხვა. „საერთაშორისო ტექ კომპანიების წარმომადგენლებს გავუზიარე ჩვენი ციფრული გამოცდილების შესახებ, თუ როგორი ხედვა გვაქვს „თიბისიში“ API-ებთან დაკავშირებით, რა გზა გავიარეთ შიდა და გარე API-ების შემთხვევაში, რა გამოწვევები გვქონდა და რა შევცვალეთ გამოწვევების საპასუხოდ. მსგავსი კონფერენციები იძლევა შესაძლებლობას შევადაროთ ჩვენი კურსი სხვა საერთაშორისო კომპანიების ხედვებს, გავეცნოთ სხვადასხვა გამოცდილებებს და პოტენციური ახალი პარტნიორები თუ მეგობრები შეიძინოთ", - სერგო როსტიაშვილი, „თიბისის“ პლატფორმების ტრაიბ ლიდი. როგორც ტექნოლოგიური კომპანიამ, „თიბისიმ“, იმისთვის რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს და ინოვაციური გადაწყვეტებით ცხოვრება გაუმარტივოს, ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. API Days აერთიანებს წამყვან სპეციალისტებს, აძლევს მათ საშუალებას გაუზიარონ გამოცდილება და შეაფასონ ერთმანეთის სერვისები. მსგავს ღონისძიებებში ჩართულობით, ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებასთან და საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებასთან ერთად, „თიბისის“ დეველოპერების ეფექტურობას ზრდის და კომპანიის მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებას კიდევ უფრო ამარტივებს.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)