19:06 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 17:54:27, 1130 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება

კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფოირმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი, სოფელ თელიანში მიმდინარე ხელოვნურ საფარიანი მოედნის  სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

„თანამედროვე  სტანდარტებით აშენებულ  მოედანზე უკვე მოეწყო ფეხბურთის კარი,  კალათბურთის ფარები და გარეგანათება. ამჟამად მიმდინარეობს  ხელოვნური მწვანე ბალახის საფარის დაგება.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი.მ. „ვახტანგ კუჭაშვილი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 498 ლარით  ფინანსდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულია, რაც ხელს უწყობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი   წესის ცხოვრების დამკვიდრებას.

„მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში 5 მსგავსი ტიპის სპორტული მოედანი მოწყობა“ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
სამველ კარაპეტიანი: უკან აღარ დავბრუნდები, სომხეთში 10 წელი ვიმუშავებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics