15:45 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 17:07:28, 1104 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი კახოვკის აფეთქებაზე - EU-ს და სხვებს მოვუწოდებთ, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად

ჩვენ მოვუწოდებთ, ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.

პაპუაშვილის თქმით, კახოვკის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

"კახოვკის კაშხლის განადგურება კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს რეგიონზე და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ძლიერად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად",- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დღეს დილით ააფეთქეს.

პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის თქმით, მასშტაბური ნგრევის გამო, 80 დასახლება ნაწილობრივ ან სრული დატბორვის საფრთხის ქვეშაა.

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ დაწყებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია, ვინაიდან წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

უკრაინის მთავარი ჰიდროენერგო კომპანია Ukrhydroenergo-ს ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგური, სამანქანე განყოფილების აფეთქების გამო, მთლიანად დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება. კომპანიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სპეციალისტები ნგრევის მასშტაბის, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დასაზუსტებლად მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics