15:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 22:41:34, 813 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - კურსი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, სწორედ კადიროვის მმართველობაა საქართველოში

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, კადიროვთან დაკავშირებული პირების საქართველოში ყოფნას გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პერსპექტივა იმ კურსის, რომელიც ბიძინა "ივანიშვილის რეჟიმს აქვს, სწორედ კადიროველების მმართველობაა საქართველოში".

"ძალიან სიმბოლურია და სიმბოლურთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ პერსპექტივა, აი ამ კურსის რაც ივანიშვილის რეჟიმს აქვს, არის სწორედ კადიროვის მმართველობა საქართველოში. რას ნიშნავს პუტინის რუსეთის გავლენა, ამას აჩვენებს ის ჯოჯოხეთი, რასაც კადიროვი უწყობს თავისივე მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიაში და რაც დაღესტანში ხდება - სისხლისღვრა, მოტაცებები, მკვლელობები. აი მაგათი საბოგინო უნდა გახდეს ქვეყანა თუ ეს კურსი არ დავამარცხეთ დემოკრატიულად რასაც ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში 3 ივნისს გავრცელდა საქართველოში რუსული ესკორტის გადაადგილების კადრები, რომელთა მიხედვითაც საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩენი ბიზნესმენი ასლანბეკ ახმეტხანოვი და მისი წრე იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics