11:35 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 22:21:56, 1173 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ რუსი ოპოზიციონერის ყარა-მურზას დევნის გამო ცხრა რუსს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა ცხრა რუსს, რომლებიც მონაწილეობდნენ სისხლისსამართლებრივ დევნაში და რუსი ოპოზიციონერის ვლადიმერ ყარა-მურზას უფლებების დარღვევაში.

შეზღუდვები მოიცავს რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ოლეგ სვირიდენკოს, გამომძიებლებს დენის კოლესნიკოვს და ანდრეი ზადაჩინს, ANO "დამოუკიდებელ ექსპერტს" დანილა მიხეევს.

სანქციების სიაში ასევე არიან ხამოვნიჩესკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკო, ბასმანის სასამართლოს მოსამართლე ელენა ლენსკაია, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ილია კოზლოვი და სერგეი პოდოპრიგოროვი და SIZO-5-ის ხელმძღვანელი დიმიტრი კომნოვი.

სიაში შეყვანილი პირების ქონება გაყინვას ექვემდებარება, მათ ასევე ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა.

შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს,მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუს ოპოზიციონერ აქტივისტს, პოლიტიკოსს და პუბლიცისტს ვლადიმერ კარა-მურზას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად რუსული არმიის დისკრედიტაცია, რუსეთში არასასურველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს ღალატი დასდეს .​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
რუსეთის ქალაქ რჟევში სახლებიდან, რომელსაც დრონები მოხვდა 350 ადამიანი ევაკუირებული იქნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics