17:00 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 13:12:29, 793 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ანგარიში - რუსეთის აგრესიის დაწყებიდან საქართველო უკრაინის პოლიტიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას განაგრძობდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის გასული წლის ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

„ომის დაწყების დღიდან საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას, ისევე როგორც „ბუჩის დეკლარაციას“,- ნათქვამია ანგარიშში, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

ცნობისთვის, მთავრობის ანგარიში, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. აღნიშნული ანგარიშით პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წინაშე 30 ივნისს წარსდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics