17:00 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 17:05:31, 806 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი ზურაბიშვილზე - შეცვლილი რიტორიკა ბევრად უფრო ადეკვატურია

შეცვლილი რიტორიკა არის ბევრად უფრო ადეკვატური, ბევრად უფრო ორიენტირებული საერთო სახელმწიფო მიზანზე,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

წულუკიანი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი "ქვეყნის ინტერესზე ორიენტირებულ" რიტორიკას განაგრძობს.

"შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მან გააანალიზა ის დიდი ნეგატივი, რომელიც მის გამოსვლას მოჰყვა 26 მაისს, 27 მაისს თუ სხვა გამოსვლებზე. იმედი მაქვს, გაგრძელდება ეს რიტორიკა, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის ინტერესზე და არა რაიმე პოლიტიკურ, ვიწრო პარტიულ ინტერესზე. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი, ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს ის სტატუსი, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის, ბრიუსელმა მიიღოს ის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს",- განაცხადა წულუკიანმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics