22:14 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 13:08:47, 643 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-მა მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და 5 ახალი მიმართულებით ფრენები დაიწყო

დღეიდან, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისისსაერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ხომალდი დააბრუნა და პირდაპირირეგულარული რეისების შესრულება ევროპის 5 ქალაქის: ფრანკფურტის, ჰამბურგის, ბრიუსელის, მადრიდისა და პოზნანის  მიმართულებით დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრანკფურტიდან და ჰამბურგიდან პირველიპირდაპირი რეგულარული რეისები უკვე შესრულდა.

მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნებასთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლისსახელობის აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სახელმწიფორწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილი, აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ადგილობრივიხელისუფლებისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი 5 ახალიმიმართულებით, უკვე ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წელთანშედარებით მიმართულებები სრულად აღდგა.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრისერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოსაეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხისგაზრდაზე. ჩვენ არა ერთი მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებებისმოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენს მიერსწორად ნაწარმოები მოლაპარაკებისა და სტრატეგიის შედეგია და  ჩვენთვის ეს არის ძალიანმნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორცმიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი რადგანაც ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს რომ ქუთაისის საერთაშორისოაეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე“,-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მათივე ცნობით, Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა ახალი მიმართულებებისგარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნასდამატებითი სამუშაო ადგილები.

 5-ვე მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარულირეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. ხოლო, პარიზის, მილანის, პრაღისა დამემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics