17:02 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-02 09:48:07, 789 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - მას შემდეგ, რაც უკრაინა კონკრეტულ პირებს დაასანქცირებს, ამ საკითხს საერთაშორისო მეგობრებიც განიხილავენ

მას შემდეგ, რაც უკრაინა დაასანქცირებს კონკრეტულ პირებს, საერთაშორისო მეგობრებიც განიხილავენ ამ საკითხს,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო უკრაინის მიერ  ავიაკომპანია Georgian Airways-ის, თამაზ და დავით გაიაშვილებისა და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანიის დასასანქცირებელთა სიაში შეყვანას.

გონჩარენკოს თქმით, სანქცირებულთა სიები უკრაინის პარტნიორებს გადაეცემათ და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის და რა ტიპის სანქციები უნდა დაუწესონ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გადავცემთ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას, რომ სანქციების საკითხში სინქრონიზებულად ვიმუშაოთ მას შემდეგ, რაც უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული ფიზიკური, თუ იურიდიული პირის შესახებ, ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რასაკვირველია, განიხილავენ ამ საკითხს და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის და რა სახის სანქციები დაუწესონ. ჩვენ სწორედ ახლა ვცდილობთ პარტნიორებთან სიების სინქრონიზებას",- განაცხადა გონჩარენკომ "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1-ელ ივნისს, უკრაინამ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი და თამაზ და დავით გაიაშვილები დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა.

გარდა ამისა, სიაში შეყვანილია ასევე  პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics