22:46 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 22:41:02, 831 ნახვა

საზოგადოება
ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს [ვიდეო]

პარლამენტთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე მისი მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს.

როგორც თვითმხილველი რაფიელ კაკაბაძე აცხადებს, როგორცკი ბექა გრიგორიადისმა დააპირა კარვის გაშლა, სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით წაართვეს და შემდეგ დააკავეს.

"მეხუთე დღეა ლაზარე გრიგორიადისის მამა, მის თანამოაზრებთან ერთად, პარლამენტის უკან ათენებს ღამეს. შსს ყოველ ჯერზე ძალადობრივად გვართმევს კარავს. გამოვიდეთ იმისთვის, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ რუსული რეჟიმის უკანონო საქციელი და ხვალ იგივე არ განმეორდეს. ჩვენი შვილები იმსახურებენ სამართლიან, თავისუფალ გარემოს და არა რუსულ რეჟიმს", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს.

31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა.

1-ელ მაისს, სასამართლომ  გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ ლაზარე გრიგორიადისის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics