13:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 16:04:51, 768 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას - უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით

გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით, იმით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობის თქმით, საქართველო უნდა მოემზადოს, რათა ომის დასრულებისას ქვეყანა "შედარებით ძლიერად იყოს".

"რა უნდათ ჩვენგან, რომელ სანქციებზე მელაპარაკებიან? იმის მაგივრად, უკრაინას რომ ეხმარები თუ გინდა და თუ საქართველო პარტნიორია, იაფად მომცე რაღაცები, რომ გავიდე რუსული ბაზრიდან, არც იმას მაძლევ და რომ აღარ გექნებათ არც საწვავი და არც საკვები, რა უნდა ქნათ?! თქვენ თვითონვე შეხედეთ სიტუაციას. გამოდიან და გულზე მჯიღს ირტყამენ, დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინას ლოცვებით ვეხმარებით, იმით ვეხმარებით, რაც შეგვიძლია. 20% მეც მაქვს დაკარგული. ჩემთან რომ რამე დაიწყოს, იმის ილუზია ვინმეს აქვს, რომ რამით დაგვეხმარებიან?...

ევროპას დღეს ჩვენთვის არ სცალია, უკრაინის პრობლემა მისი პრობლემაა იმიტომ, რომ არ უნდა, რუსი იქ შევიდეს, მაგრამ ჩვენ რას გვემართლებიან? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? აი, რა უნდა გააკეთოს ქართველმა? ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ომი რომ დამთავრდება, შედარებით ძლიერად იყოს ქვეყანა, რომ აქეთ უნდოდეთ მიღება. რატომ მინდა ევროკავშირი? რატომ მინდოდა ნატო? მე პირდად მინდა, ისეთი ძლიერი იყოს საქართველო, ისრაელისავით იყოს. სახვეწარი არ გვქონდეს - რა გახდა კანდიდატობა, რომ არ გვაძლევენ?... არავის დასაყედრებელი არაფერი გვაქვს",- ამბობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics